Web of Science
ჟურნალის შეფასების პროცესი და შერჩევის კრიტერიუმები
Web of Science Core Collection-ის ჟურნალების კურაციის პროცესი უნიკალურია. გადაწყვეტილებები ჟურნალების კოლექციაში შეტანასთან დაკავშირებით მიიღება კომპანიის ექსპერტი-რედაქტორების მიერ, რომლებიც არ არიან აფილირებულნი საგამომცემლო სახლებთან და კვლევით ორგანიზაციებთან, რაც გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტის ან მიკერძოების შემთხვევებს.
თითოეული რედაქტორი ფოკუსირებულია კონკრეტულ თემატიკაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს ღრმად და ნიუანსურად გაეცნონ იმ დარგის ჟურნალებს, რომელშიც სპეციალიზირებულნი არიან. ამ დონის კურატორული პროცესი კონტრასტულად განსხვავდება კომერციული ბაზების მიდგომებისგან, რომლებიც უმეტესად იყენებენ ალგრითმულ მიდგომებს ან/და სარედაქციო გადაწყვეტილებების ნაწილს აკადემიური საზოგადოების წევრებს გადასცემენ.
ჟურნალების შერჩევის პროცესის ძირითადი პრინციპები შემდეგია: ობიექტურობა, სელექციურობა და კოლექციების დინამიკა. ჟურნალების შეფასების მიზნით Web of Science Core Collection იყენებს 28 კრიტერიუმს; კრიტერიუმები დაყოფილია ხარისხის 24 კრიტერიუმად, რომელიც შექმნილია ჟურნალის დონეზე სარედაქციო ხარისხისა და საუკეთესო პრაქტიკების შეფასებისთვის და 4 იმპაქტის კრიტერიუმებად, რომლებიც შექმნილია შესაბამის დარგებში ყველაზე გავლენიანი ჟურნალების შერჩევის მიზნით და იყენებს ციტირებას, როგორც იმპაქტის პირველად ინდიკატორს.
ჟურნალები, რომლებიც აკმაყოფილებენ ხარისხის კრიტერიუმებს შედიან Emerging Sources Citation Index™ (ESCI) კოლექციაში. ის ჟურნალები, რომლებიც დამატებით იმპაქტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ შედიან Science Citation Index Expanded™ (SCIE), Social Sciences Citation Index™ (SSCI) ან Arts & Humanities Citation Index (AHCI)-ში, დამოკიდებულია ჟურნალის სამეცნიერო მიმართულებაზე.
კოლექციის დინამიკა
კოლექციები არის დინამიური და ექვემდებარება მუდმივ კურაციას რათა თითოეული ჟურნალი მუდმივად შესაბამის კოლექციაში იძებნებოდეს. ESCI ჟურნალები, რომლებიც იმპაქტის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ გადაადგილდებიან SCIE, SSCI ან AHCI კოლექციაში. ასევე SCIE, SSCI და AHCI ჟურნალები, რომლებიც დროთა განმავლობაში დაკარგავენ იმპაქტს გადაადგილდებიან ESCI კოლექციაში. ნებისმიერი ჟურნალი, რომელიც ვეღარ დააკმაყოფილებს ხარისხის 24 კრიტერიუმს წაიშლება კოლექციიდან Web of Science Core Collection. ESCI ჟურნალების განმეორებითი შეფასება ხდება იმ შემთხვევაში თუ მათი ციტირების აქტივობა იმპაქტის კრიტერიუმთან შესაბამისობაში მოსვლაზე მიუთითებს. განმეორებითი შეფასება დროში არ არის იმაზე დამოკიდებული თუ როდის მოხდა ჟურნალის ბოლო შეფასება და იმპაქის კრიტერიუმებთა შესაბამისობის შემთხვევაში ჟურნალი გაადვა SCIE, SSCI ან AHCI კოლექციაში.
როგორც წესი, Web of Science-ის სარედაქციო გუნდი ყოველი წლის პირველ ნახევარს უთმობს ახალი ჟურნალების შეფასებებს, ხოლო მეორე ნახევარს კოლექციებში არსებული ჟურნალების განმეორებით შეფასებებს.
თუ მომხმარებლების ან Web of Science რედაქტორების მხრიდან ხდება ინდექსირებული ჟურნალით დაინტერესება საფუძვლიანი ეჭვის გამო, მოხდება ჟურნალის ხელახალი შეფასება ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად. თუ ჟურნალის კონტენტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები არსებობს, ხელახალი შეფასების პროცესში ჟურნალის ახალი კონტენტის ბაზაში ინდექსირება არ მოხდება. შეფასების დასრულებისას, ჟურნალის გამომცემელს ამის შესახებ ეცნობება:
- კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ჟურნალის ინდექსირება შეჩერდება
- კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში ჟურნალის ინდექსირება გაგრძელდება
თუ განმეორებითი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ჟურნალი აკმაყოფილებს ხარისხის კრიტერიუმებს, მოხდება შეფასების პროცესში გამოტოვებული კონტენტის ინდექსირება. თუ ჟურნალი ინდექსიდან ამოვარდება, განმეორებითი შეფასების პროცესში შეჩერებული კონტენტის დამატება აღარ მოხდება. ჟურნალის სარედაქციო სტანდარტების სერიოზული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევებში, Web of Science-დან შესაძლოა წაიშალოს ჟურნალის მიერ ადრე გამოქვეყნებული კონტენტიც. განმეორებითი შეფასების ვადები დამოკიდებული იქნება თითოეული ჟურნალის კონკრეტულ გარემოებებზე.
შეფასების ნაბიჯებისა და კრიტერიუმების აღწერა
საწყისი ტრიაჟი
ტრიაჟის მთავარ მიზანს წარმოადგენს ჟურნალის იდენტიფიკაცია და ჟურნალის საკონტაქტო ინფორმაციისა და პირის დადგენა. იმ შემთხვევაში თუ ჟურნალი ვერ გაივლის საწყის ტრიაჟს, არ არის გათვალისწინებული ემბარგო პერიოდი.
ISSN
ჟურნალს უნდა გააჩნდეს რეგისტრირებული ISSN ნომერი, რომელიც გადამოწმებადი იქნება ISSN ბაზაში (https://portal.issn.org/) და რომელიც ნათლად იქნება მითითებული ჟურნალის ყველა პლატფორმაზე (ელექტრონული და/ან ბეჭდური). თუ ჟურნალს გააჩნია ორივე, როგორც ბეჭდური ასევე ელექტრონული ISSN, ჟურნალის განაცხადში ორივე უნდა იყოს მითითებული.
ჟურნალის სახელწოდება
ჟურნალს უნდა გააჩნდეს უნიკალური სახელწოდება და შესაბამისობაში იყოს რეგისტრირებულ ISSN-თან, გამოქვეყნებულ კონტენტთან და ჟურნალის დემოგრაფიასთან (სარედაქციო კოლეგია და ავტორები). ჟურნალის სახელწოდება მოცემული უნდა იყოს სტატიის, ნომრის, ჟურნალის და ვებ-გვერდის დონეებზე.
ჟურნალის გამომცემელი
ჟურნალის გამომცემლის სახელწოდება მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული. ასევე მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული გამომცემლის ფიზკური მისამართი (არ არის საკმარისი მხოლოდ საფოსტო ინდექსი). ასევე მითითებული უნდა იყოს ჟურნალთან დაკავშირებული აფილირებული ორგანიზაციები და ასევე ჟურნალის მფლობელები. მითითებული უნდა იყოს გადამოწმებადი საკონტაქტო ინფორმაცია.
ჟურნალის ვებ-გვერდი
სავალდებულოა ჟურნალის ვებ-საიტის ან ვებ-გვერდის (ჟურნალის URL) მითითება, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ჟურნალის შესახებ და ჟურნალის კონტენტი.
კონტენტზე წვდომა
Web of Science-ს უნდა გააჩნდეს სრული წვდომა გამოქვეყნებულ მასალაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
რეფერირების პოლიტიკის არსებობა
ჟურნალმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი საკუთარი კონტენტის რეფერირებასთან/სარედაქციო კონტროლთან დაკავშირებით. სამეცნიერო სტატიები უნდა ექვემდებარებოდეს დამოუკიდებელ/გარე ექსპერტულ რეფერირებას.
საკონტაქტო დეტალები
აუცილებელია ჟურნალს მითითებული ჰქონდეს სარედაქციო კოლეგიის წევრთა საკონტაქტო დეტალები, რათა უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი კავშირი Web of Science და ჟურნალის პერსონალს შორის.
სარედაქციო ტრიაჟი
შეფასების ამ ნაწილში Web of Science-ის რედაქტორები აფასებენ ჟურნალს იმ მიზნით, რომ განსაზღვრონ, გაგზავნონ თუ არა ჟურნალი სრული სარედაქციო შეფასების ეტაპზე. იმ შემთხვევაში თუ ჟურნალი ვერ გადლახავს სარედაქციო ტრიაჟს, ჟურნალის ხელახალი განაცხადის გაგზავნაზე დროითი შეზღუდვა არ არსებობს.
სამეცნიერო კონტენტი
ჟურნალი უნდა შეიცავდეს ორიგინალურ სამეცნიერო მასალებს. კვლევათა აკადემიური დონე უნდა შეესაბამებოდეს სამაგისტრო, სადოქტორო ან/და პროფესიონალ მკვლევართა აუდიტორიას.
სტატიების სახელწოდებები და აბსტრაქტები ინგლისურ ენაზე
იმ შემთხვევაში თუ ჟურნალი არ არის ინგლისურენოვანი, აუცილებელია ჟურნალმა წარმოადგინოს ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიათა ინგლისურენოვანი სახელწოდებები და აბსტრაქტები.
ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია რომანულ სკრიპტზე
ციტირებული წყაროები, სახელწოდებები და აფილაციები უნდა იყოს მითითებულ რომანულ სკრიპტზე, რათა ხელი შეუწყოს სწრაფ, სწორ და მარტივ ინდექსირებას.
ენის სიცხადე
სახელწოდებებისთვის, აბსტრაქტებისთვის და ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული სხვა ტექსტებისთვის, ენა უნდა იყოს ცხადი და გასაგები გლობალური აუდიტორიისთვის.
რეგულარობა, პერიოდულობა და/ან გამოცემის პუბლიკაციის მოცულობა
ჟურნალმა უნდა მიუთითოს გააჩნია თუ არა პუბლიკაციების განსაზღვრული პერიოდულობა თუ მუშაობს არარეგულარული ან უწყვეტი გრაფიკით. ჟურნალი შესაბამისობაში უნდა იყოს გაცხადებულ გრაფიკთან. რეკომენდებულია, რომ ყოველწლიურად გამოქვეყნებულ სტატიათა მოცულობა მიუთითებდეს იმ ფაქტზე, რომ ჟურნალი საკმარის ყურადღებას იპყრობს რელევანტური სამეცნიერო საზოგადოებისგან იმისთვის რომ მდგრადი იყოს. ჟურნალს ასევე უნდა აქვეყნებდეს მის მიზნებთან შესაბამისობაში საკმარისად ფართო თემატიკაში, რათა მოხერხდეს მისი ყოვლისმომცველი შეფასება.
ვებ-გვერდის ფუნქციონალობა/ჟურნალის ფორმატი
ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, ინფორმაციის არქიტექტურა და ნავიგაციის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს გამოქვეყნებულ კონტენტზე და ყველა სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე (სარედაქციო კოლეგია, ავტორთა გზამკვლევი, რეფერირების წერსი და ა.შ) მარტივ წვდომას. ჟურნალის ვებ-გვერდიდან უნდა იყოს შესაძლებელი გამომცემლის ვებ-გვერდზე გადასვლა და პირიქით.
ეთიკის განაცხადი
ჟურნალი უნდა იყოს გამჭვირვალე ავტორებისა და გამოქვეყნებული მასალების ეთიკის მოთხოვნებთან დაკავშირებით. თუკი ჟურნალი მხარს უჭერს და იყენებს რომელიმე მესამე-მხარე ორგანიზაციის პრინციპებს (WAME, COPE, ჰელსინკის დეკლარაცია და ა.შ.), ჟურნალის ვებ-გვერდზე უნდა იყოს მითითებული ან ეთიკის გზამკვლევის სრული ტექსტი შესაბამისი წყაროს მითითებით ან მითითებული უნდა იყოს ეთიკის გზამკვლევის ფუნქციური ბმული.
სარედაქციო აფილაციის დეტალები
სარედაქციო კოლეგიების წევრები უნდა იყვნენ იდენტიფიცირებადი და მითითებული იყოს მათი საკონტაქტო ინფორმაცია. სარედაქციო გუნდის წევრების სახელები, ინსტიტუციური აფილაციები და ქვეყნები სავალდებულო წარმოსადგენია (მათ შორის, მთავარი რედაქტორის, ასოცირებული რედაქტორის, კოლეგიის წევრების და ა.შ.). ავტორთა ციფრული იდენტიფიკატორები (როგორიცაა ResearcherID და ORCID) ან ინსტიტუციურ პროფილებზე ბმულები ასევე შესაძლოა იყოს წარმოდგენილი სარედაქციო გუნდის წევრების იდენტიფიცირების მიზნით.
ავტორთა აფილაციის დეტალები
აუცილებელია ყველა სტატიის ავტორი ზუსტად იყოს იდენტიფიცირებული. სახელები, ინსტიტუციური აფილაციები და ქვეყანა იყოს მითითებული. ავტორთა ციფრული იდენტიფიკატორები (როგორიცაა ResearcherID და ORCID) ან ინსტიტუციურ პროფილებზე ბმულები ასევე შესაძლოა იყოს წარმოდგენილი ავტორთა იდენტიფიცირების მიზნით.
სარედაქციო ტრიაჟი (ხარისხი)
სარედაქციო კოლეგიის შემადენლობა
რედაქტორისა და სარედაქციო კოლეგიის აფილაციები, გეოგრაფიული გაშლა და პუბლიკაციები შესაბამისობაში უნდა იყოს ჟურნალის მიზნებთან და გამოქვეყნებულ კონტენტთან. სარედაქციო კოლეგიაში შემავალ წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა შესაბამისობაში უნდა იყოს ჟურნალის მოცულობასთან და თემატურ მრავალფეროვნებასთან. შესაბამისი ყურადღება მიექცევა ჟურნალებს, რომლებშიც რედაქტორები სრულ განაკვეთზე მუშაობენ.
განაცხადთა სინამდვილე
შეფასების მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალის მიერ გაცხადებული ყველა ეთიკური და პლაგიარიზმის სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა. თუმცა საჭიროებისამებრ Web of Science გამოიყენებს უფლებას გამოიკვლიოს საეჭვო კონტენტი და ცრუ განაცხადები.
რეფერირება
არ არის საკმარისი მხოლოდ რეფერირების განაცხადის არსებობა, სტატიები უნდა შეიცავდეს იმის დადასტურებას რომ გამოქვეყნებამდე გავლილი აქვთ რეფერირების პროცესი.
კონტენტის რელევანტურობა
გამოქვეყნებული კონტენტი შესაბამისი უნდა იყოს ჟურნალის სახელწოდებისა და მიზნებისა.
ინფორმაცია საგრანტო მხარდაჭერის შესახებ
იმ სფეროებში, სადაც საგრანტო მხარდაჭერა ხშირი ან აუცილებელია, რეკომენდებულია მითითებული იყოს შესაბამისი ინფორმაცია დაფინანსების დეტალების შესახებ.
სამეცნიერო საზოგადოებათა სტანდარტების დაცვა
სარედაქციო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა იყოს აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკებთან, მაგალითად COPE Core Practices ან/და ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებთან და სამეცნიერო საზოგადოებებთან, რომლებიც ხელს უწყობენ აკადემიური კეთილდინდისიერების პრინციპების დაცვას. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები სამეცნიერო სფეროში აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკებთან.
ავტორთა განაწილება
ავტორებს უნდა გააჩნდეთ აფილაცია, გეოგრაფიული გაშლა და პუბლიკაციის ისტორია, რომელიც დაადასტურებს ავტორთა ჩართულობას იმ სამეცნიერო საზოგადოებაში, რომელიც შესაბამისობაშია ჟურნალის მიზნებთან. ავტორთა დემოგრაფიული მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს სარედაქციო კოლეგიის დემოგრაფიულ მონაცემებს.
ლიტერატურის დამოწმება
სავალდებულოა, სტატიებში სათანადო წესით იყოს დამოწმებული გამოყენებული ლიტერატურა.
სარედაქციო შეფასება (იმპაქტი)
ციტირების შედარებითი ანალიზი
Web of Science-ის ყველაზე მეტად სელექციური ინდექსები (SCIE, SSCI და AHCI) შეიცავენ ყველაზე გავლენიან ჟურნალებს თავიანთ სფეროებში. ციტირების შედარებითი ანალიზისას ფასდება როგორც ჟურნალის ციტირებების რაოდენობა, ასევე მისი ციტირების წყაროები.
ავტორთა ციტირების ანალიზი
ჟურნალის ავტორთა უმეტესობას უნდა გააჩნდეს პუბლიკაციების მნიშვნელოვანი ისტორია Web of Science ბაზაში შემავალ ჟურნალებში. ავტორთა ციტირების ქსელები უნდა შეესაბამებოდეს მათი სამუშაო სფეროს კატეგორიის ჟურნალებს.
სარედაქციო კოლეგიის ციტირების ანალიზი
ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრთა უმეტესობას უნდა გააჩნდეს პუბლიკაციების მნიშვნელოვანი ისტორია Web of Science ბაზაში შემავალ ჟურნალებში. ავტორთა ციტირების ქსელები უნდა შეესაბამებოდეს მათი სამუშაო სფეროს კატეგორიის ჟურნალებს.
კონტენტის მნიშვნელობა
ჟურნალის კონტენტი უნდა იყოს საინტერესო, მნიშვნელოვანი და ღირებული ჟურნალის სამიზნე აუდიტორიის და Web of Science-ის გამომწერებისათვის. კონტენტის მნიშვნელობა შესაძლოა დასტურდებოდეს ჟურნალის უნიკალური სპეციალიზაციით რომელიმე სამეცნიერო დარგზე, ნოვატორული პერსპექტივით, რეგიონული ფოკუსით, არასტანდარტული კონტენტით ან კონტენტით, რომელიც ამდიდრებს Web of Science-ის თემატურ მოცვას. ეს მახასიათებლები არ აისახება მხოლოდ ჟურნალის დონეზე ციტირების აქტივობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: Web of Science