ზოგადი ინფორმაცია

 

WorldCat არის გაერთიანებული კატალოგი, მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს მრავალ ქვეყანაში არსებული ძირითადად საბიბლიოთკო დაწესებულებების ათიათასობით კოლექციას და სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს. ბაზის ძირითად ფუნქციას რესურსების გაზიარება და არსებული კოლექციების მართვა წარმოადგენს.

კატალოგის ძირითად მომხმარებელს წარმოადგენს ბიბლიოთეკარები და კატალოგიზაციის მკვლევარები; აგრეთვე საზოგადოების სხვა დაინტერესებული ფენა (როგორიცაა წიგნის გამომწერები, მაძიებლები და ა.შ. ...)

WorldCat-ს საფუძლვად დაედო გართიანებული კატალოგის ტექნოლოგიების შემუშავების ცნობილი კომპიუტერული ბაზა OCLC (Online Computer Library Center). აღსანიშნავია, რომ OCLC-ში ჩაეყარა დასაბამი ისეთ გამორჩეული სისტემებს როგორიცაა OPAC - Online Public Access Catalog – ელ. კატალოგის სისტემა და DDC - Dewey Decimal Classification - ათწილადი კლასიფიკაცია). 

რეალურად WorldCat არის წიგნების, აუდიო მუსიკის, ვიდეოების, კვლევითი სტატიების და ციფრული ელემენტების ერთბლიობა და პარტნიორობა ერთად წიგნის გამყიდველებსა და საბოლოოდ მკითხველთა სტრუქტურული კომენტარების ჩანაწერებთან, რომელთან წვდომა უკვე ყველა მომხმარებელს შეუძლია მარტივი რეგისტრაციის მეშვეობით:

WorldCat.org საშუალებას გაძლევთ მოძებნოთ მთელ მსოფლიოში ათასობით არსებული ბიბლიოთეკის კოლექცია ერთ სივრცეში. WorldCat-ის მოცულობა ბიბლიოთეკარების და სხვა ინფორმაციული პროფესიონალების ძალისხმევის შედეგად ყოველდღიურად იზრდება.

აქვე შეგიძლიათ იპოვოთ სტატიების ციტირებები მათი სრული ტექსტის ბმულებით; ავტორიტეტული კვლევის მასალები, აღმოაჩინოთ ციფრული შინაარსის რესურსები რაც პრაქტიკულად მრავალ სხვადასხვა ენაზეა ხელმისაწვდომი.

WorldCat.org გაძლევთ საშუალებას იპოვოთ საინტერესო  მასალა და შემდეგ მოიძიოთ ბიბლიოთეკა თქვენს მახლობლად, რომელიც ფლობს ამ მასალას. თქვენ პირდაპირ აგზავნით ბიბლიოთეკის ვებსაიტზე არსებული ჩანაწერის ბმულს, რითაც შეგიძლიათ დაჯავშნოთ მასალა და მოგვიანებით ადგილზე გაეცნოთ მას. 

რაც შეეხება ელექტრონულ ვერსიას, WorldCat-ის ზოგიერთი ბიბლიოთეკა თავის სპეციალიზირებულ საცნობარო მონაცემთა ბაზებს მხოლოდ მისივე ბიბლიოთეკის წევრებისთვის აზიარებს საიტებზე. ეს ყოველივე აკადემიური კეთილსინდისიერებისა და საავტორო უფლებების დაცვის სტრუქტურული ჩარჩოებით იმართება.

WorldCat-ს გააჩნია Help ანუ დახმარების სისტემა, რაც საშუალებას იძლევა, პირდაპირ დაეკონტაქტოთ ბიბლიოთკარს ნებისმიერ შეკითხვასთან დაკავშირებით.

WorldCat-ის საძიებო ველი გვაძლევს დამატებით საშუალებებს:

  • გაფართოებული ძიება
  • მსგავსი ობიექტების ძიება
  • გამოქვეყნებული მიმოხილვებისა და ნაწყვეტების ბმულები და სხვ.

 

ასე რომ, კატალოგში მარტივია მოვიძიოთ მასალა სათაურის, ავტორის, ISBN-ის, საკვანძო სიტყვების, წლების, საგნის დისციპლინის და სხვა დეტალების მიხედვით.

2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, WorldCat შეიცავდა 512 მილიონზე მეტ ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერს 483 ენაზე, რაც რეალურად წარმოადგენს 3 მილიარდზე მეტ ფიზიკურ და ციფრულ საბიბლიოთეკო აქტივს.  ხოლო WorldCat-ის ავტორიტეტულ მონაცემთა ნაკრები 100 მილიონზე მეტ ადამიანს მოიცავდა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: Worldcat