ჩვენი მომსახურებები
ჟურნალის გვერდის შექმნა
ყველა ჟურნალისთვის, რომელსაც სურს პლატფორმას შემოუერთდეს იქმნება ჟურნალის ინდივიდუალური გვერდი, რომელზეც მოცემულია ინფორმაცია ჟურნალის შესახებ და განთავსებულია ჟურნალის მიმდინარე და საარქივო ნომრები.
ჟურნალებს თანამშრომლობის ორ მოდელს ვთავაზობთ.
პირველი მოდელის არჩევის შემთხვევაში, ჩვენ ვქმნით ჟურნალის გვერდს, გვერდზე ვათავსებთ ჟურნალის ერთ ნომერს და ჟურნალის სამომავლო ადმინისტრირებასაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ.
მეორე მოდელის არჩევის შემთხვევაში კი, ჩვენ ვქმნით ჟურნალის გვერდს და გვერდზე ვათავსებთ ჟურნალის ერთ ნომერს, მაგრამ ამის შემდეგ ჟურნალის წარმომადგენლისთვის ვატარებთ OJS ტრენინგს და სწორედ მას გადაეცემა ჟურნალის სამომავლო ადმინისტრირება.
DOI (ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი) რეგისტრაცია
ჩვენი ორგანიზაცია 2021 წლიდან გახდა DOI მარეგისტრირებელი სააგენტოს - Datacite-ის წევრი და მოიპოვა თავის რეპოზიტორიუმებსა და პლატფორმებზე დაცული მასალებისთვის ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორის რეგისტრაციის უფლება.
ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ის, რომ დოკუმენტის არსებობის მანძილზე იდენტიფიკატორი არის უნიკალური და მუდმივი, მაშინ როდესაც შესაძლებელია შეიცვალოს დოკუმენტის ადგილმდებარეობა ვებ-სივრცეში (URL) ან დოკუმენტის მეტამონაცემები.
სტატიისთვის იდენტიფიკატორის მინიჭება უზრუნველყოფს მის დაცულობას, მარტივ ხელმისაწვდომობას და გარანტირებულ ლოკალიზებას ვებ-სივრცეში. მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობა კი ზრდის სტატიის ხილვადობას და ციტირების ინდექსს.
როგორც ჟურნალის ადმინისტრირების, ასევე DOI რეგისტრაციის მომსახურება არის ფასიანი. გთხოვთ, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ.