ერიხ ფრომი : ფსიქოანალიზისა და სოციალიზმის დისკუსი
საკვანძო სიტყვები:
სოციალური, ხასიათი, კონფორმიზმი, ეგზისტენციალური, არაცნობიერი, საბაზროანოტაცია
აბსტრაქტი. ერიხ ფრომი (1900-1980) მეოცე საუკუნის ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში გამორჩეული ფიგურა იყო თავისი არაორდინალური და ნოვატორული იდეებით. ფრომის იდეები ბევრ სფეროს მოიცავს, როგორც ფსიქოლოგიას, ასევე ფილოსოფიასა და სოციოლოგიას. აღნიშნული ნაშრომი მიზნად ისახავს მკითხველს გააცნოს ფრომის ხედვა იმის შესახებ თუ როგორ ხდება კაპიტალისტური წყობის მიერ ინდივიდის მარიონეტად , გაუცხოებულ და თავისუფლებისგან გაცქცეულ ადამიანად ქცევა. აქცენტი ასევე დასმულია ავტორის მიერ ერთი შეხედვით საკმაოდ ხმამაღალ განაცხადზე , რაც ეხება სოციალიზმისა და ფსიქოანალიზის სინთეზს, თუმცა ფრომი საკმაოდ ოსტატურად შეძლებს და აღმოაჩენს ამ, ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიებში, საერთო საკვანძო საკითხებს, რასაც შემდგომში თავად განავრცობს და ჰუმანისტური ფსიქოანალიზის სახით ახალ სისტემად წარმოგვიდგენს. ვფიქრობ, რომ თანამედროვე სამყაროში, რომელშიც ადამიანი ზუსტდ იგივე მდგომარეობაშია, როგორადაც ფრომი გვესაუბრება, მისი იდეები მეტად აქტუალური და რეალურია. ვინაიდან დღესაც ადამიანთა უმრავლესობა გაუცხოებულია საკუთარ საქმესთან , საკუთრ თავთან, დაკარგულია შემოქმედი ადამიანი და ის ამის ნაცვლად იძულებულია გაყიდოს საკუთარი თავი და იყოს მეტად მოთხოვნადი ბაზრისთვის. თანამედროვე სამყაროში ეკონომიკური აქტივობა, წარმატება, მატერიალური მოგება, თავისთავად მიზნად გადაიქცა. თითქოს ადამიანის ბედისწერად იქცა ის, რომ მან წვლილი შეიტანოს ეკონომიკური სისტემის ზრდაში, მოაგროვოს კაპიტალი არა საკუთარი ბედნიერების ან გადარჩენისთვის, არამედ ეს გახდა მისი თვითმიზანი. ამ უზარმაზარ „ ეკონომიკურ მანქანაში“ ადამიანი მნიშვნეოვანია თუ მას აქვს ბევრი კაპიტალი, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ის უმნიშვნელოა. შესაბამისად ამ სისტემაში დაკარგულია ინდივიდი, თავისი უნიკალურობით და ღირებულებით. ასეთი სამყაროს საპირისპიროდ ადამიანებმა უნდა წარმოიდგინონ რომ „სხვა სამყარო შესაძლებელია“ და ამ წარმოდგენიდან დაიწყონ სწორედ ცვლილებების განხორციელება, რომ არ მივცეთ ინდუსტრიულ, მომხმარებელთა სამყაროს უფლება დაგვაკარგვინოს ერთადერთი შანსი, რომ ვიყოთ თავისუფლები, ავთენტურები, რეალურად საკუთარი თავი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .